weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

თსუ-ს სტუდენტები გამოცდებს ქუთაისსა და ახალციხეშიც ჩააბარებენ, რეგისტრაცია ხვალ სრულდება

15:58 სამშაბათი, 31 მაისი 2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში - ქუთაისსა და ახალციხეში შეძლებენ. თსუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რეგიონებში გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა და პროცესი 1 ივნისს, 17:00 საათზე დასრულდება.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ“, – განაცხადა თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა ფოთოლაშვილმა.

ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების რეგისტრაცია ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარობდა და გუშინ, 30 მაისს სრულდებოდა, თუმცა ეს პროცესი პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა.

„ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოთქვა“, – აცხადებდა გუშინ შოთა ფოთოლაშვილი.

თსუ-ს ცნობით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საგამოცდო ცენტრში სტუდენტების 0.6%-ია დარეგისტრირებული, 0.2% კი ახალციხეში.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს მიმართავს, რომ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ათეულობით თავისუფალი ადგილია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბოლო თვეებია აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ ბინის ქირის გაძვირების გამო, სტუდენტები დედაქალაქში ცხოვრებას და უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას ვეღარ ახერხებენ. რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, თსუ-ს ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა სტუდენეტბის მოთხოვნა, რომელიც სასწავლო პროცესის შერეული (ონლაინ და დასწრებით) ფორმატით გაგრძელებას ეხებოდა. 

სტუდენტები აქციას დღესაც აგრძელებენ და რექტორთან შეხვედრას ითხოვენ. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]