weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2026
×

შეტყობინება

Failed loading XML...

საპატრიარქო სვეტიცხოველში ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს აღასრულებს

18:30 ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ინფორმაციით, შაბათს, 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულება. იმავე დღეს შესრულდება წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისიც.

„გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია ტაძრების წინამძღვრებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

რამდენიმე დღის წინ თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან გამართულ აქციაზე ქართლ-კახეთის მეფის წმინდანად შერაცხვა მოითხოვეს.

აქცია, რომლის მონაწილეთა უმრავლესობა თელავის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები, პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ აქტივისტები და საჯარო მოსამსახურეები იყვნენ, მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის გამო გააკრიტიკა და დღევანდელობასთან გაავლო პარალელი. კერძოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში ბერძენიშვილმა თქვა: „სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და „ომი გინდათ?!“. ხო, ერეკლემაც ეგ თქვა, რა – აბა, ომი გინდათო, კაცო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]