weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ TV4-ს „ალტ-ინფოს“ ჩვენების გამო მიმართა, TV4 უარყოფს

18:22 ხუთშაბათი, 02 ივნისი 2022

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას (TV4), რომელიც ეთერში „ალტ-ინფოს“ გადაცემებს უჩვენებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩვენების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, „ალტ-ინფოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება წარდგენილი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაომბუდსმენმა“ გაავრცელა.

კომისიამ „მედიაომბუდსმენს“ დღეს, 2 ივნისს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ TV4-ს 22 მაისს მიმართეს და „ალტ-ინფოს“ გადაცემების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა „ამ დროისთვის კომისიაში „ტვ4“-ის მიერ „ალტ-ინფოს“ გადაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტაცია დაცული არ არის“.

TV4-ის დირექტორმა, გიორგი მგალობლიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ კომუნიკაციების კომისიიდან ტელეკომპანიისთვის არავის მიუმართავს და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მისი თქმით, „ალტ-ინფოს“ გადაცემების საეთერო ბადეში განთავსების დღიდან, ხელშეკრულება კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზეა ატვირთული.

TV4-მა საკუთარ ეთერში პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ტელევიზიის გადაცემებს გაშვება 17 მაისიდან დაიწყო. როგორც გიორგი მგალობლიშვილი ამბობს, საეთერო დროის გაყიდვის გადაწყვეტილება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღეს.  მისივე თქმით, ხელშეკრულება ერთი თვის ვადით გაფორმდა, თუმცა მისი გაგრძელება განიხილება.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია წლების განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს. სატელევიზიო მომსახურების სანაცვლოდ, TV4 წლის ბოლომდე რუსთავის მერიისგან 60 ათას ლარს მიიღებს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან – 50 ათასს. ტელეკომპანიამ რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2020 და 2021 წლებშიც გაიმარჯვა და 160 ათას – 160 ათასი ლარი მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]