weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

ლიბიაში ქართველი მეზღვაურები დააკავეს

15:50 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

ლიბიაში, ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები 30 აგვისტოდან ლიბიის ციხეში იმყოფებიან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ განაცხადა, რომ მათ მეზღვაურების დაკავების შესახებ 13 სექტემბერს, ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახმა შეატყობინა.

მამუკა ახალაძის ცნობით, ეკიპაჟის წევრების დაკავება სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთით ნაოსნობას უკავშირდება.

„30 აგვისტოს, ლიბიის  ტერიტორიულ ზღვაში დააკავეს გემი, სახელწოდებით „რექსი“. გემი ლიბიის სანაპირო დაცვამ, ე.წ. ცხელ კვალზე დევნის პრინციპით დააკავა და სავარაუდოდ საქმე ეხება არალეგალურ ნაოსნობას და არალეგალურ ტვირთს. ეკიპაჟის 11-ვე წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, გადაყვანილნი არიან ციხეში და მიმდინარეობს მოკვლევა“, - განაცხადა ახალაძემ.

გამოცემა Libya Herald-ი წერს, რომ ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ „Rex“-ს ნავთობპროდუქტი გადაჰქონდა და მას ტრიპოლის სანაპირო დაცვის სამსახური რამდენიმე დღე აკვირდებოდა. ტანკერს სავარაუდოდ 1 160 000 ლიტრი საწვავი კონტრაბანდული გზით გადაჰქონდა. საწვავის წარმოშობა უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]