weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საბაჟო გამშვებ პუნქტზე 90 000 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს

15:27 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოში შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, კონტეინერების კონტროლის დანაყოფმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი შეამოწმა, რის შედეგადაც მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი იქნა აღმოჩენილი.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ განაცხადა რომ ამოღებულია 90 000 კოლოფი აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სიგარეტი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]