weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებლები ე.წ. გამშვებ პუნქტთან რიგში დღეები დგანან

17:42 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022
ფოტო: Tamara Mearakishvili / Facebook ფოტო: Tamara Mearakishvili / Facebook

ოკუპირებული ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებსაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სურთ, დღეების განმავლობაში რიგში დგომა უწევთ. ე.წ. რაზდახანის გამშვებ პუნქტთან არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა გაავრცელა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ესწრებოდა, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალგორისა და ჯავის რაიონის მცხოვრებლებისთვის რაზდახანის, სინაგურის და პერევის საბაჟო-გამშვები პუნქტები გახსნა გადაწყდა. 13-17 ივნისის პერიოდში, ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოსვლა ან იქ შესვლა შესაძლებელია სპეციალური (მათ შორის ვადაგასული) საშვებით და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტით. ე.წ. გამშვებ პუნქტებზე ატარებენ მხოლოდ საქართველოს პასპორტის მქონე პირებსაც, რომლებიც ახალგორის ან ჯავის რაიონში ცხოვრობენ.

მეარაყიშვილის თქმით, ე.წ. გამშვებ პუნქტზე სრული არეულობაა და ადამიანებს, რომლებსაც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავთ, დღეების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა და გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

„დღეში რამდენჯერმე იძახებენ სასწრაფო დახმარებას. არც წყალია, არც ტუალეტი. სიცხე, ქაოსი... ეს ყველაფერი ხდება ხელისუფლების მხრიდან არაორგანიზებულობის და იმ მოქალაქეების ქცევის გამო, რომლებიც რეგისტრაციის გასავლელად რიგს ახტებიან“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ე.წ. პრეზიდენტს, ალან გაგლოევს მიმართავს კითხვით, ყველას, ვისაც ე.წ. საზღვრის გადმოკვეთა სურს, რატომ არ ეპყრობიან როგორც თანასწორებს.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. გამშვები პუნქტები 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა, რის საფუძვლადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსება დაასახელა. ე.წ. გამშვები პუნქტები ბოლოს მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გახსნეს, თუმცა მაშინ გადაადგილება მხოლოდ საშვებით და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტით იყო შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]