weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სოფელ სხალთაში პროტესტის ნიშნად მშობლებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს

12:41 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017
სოფელ სხალთაში პროტესტის ნიშნად მშობლებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს ფოტო © "ბათუმელები"

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში, პროტესტის ნიშნად, მშობლებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. მოსახლეობა „შუახევი ჰესისმშენებლობის შედეგად სოფლისთვის მიყენებულ ზარალს აპროტესტებს.

სხალთაში მცხოვრებლები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ტარიელ ებრალიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის ასაშენებლად სოფელში რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბის გაყვანამ მოსავალი შეამცირა, სახლები დაიბზარა და ეროზიული პროცესები გაამწვავა.

აგვისტოში „შუახევი ჰესის“ კაშხალთან დამაკავშირებელი გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა. „აჭარის ტელევიზია“ სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გვირაბის 700 მეტრიანი მონაკვეთი წყლით ავსებამდე ჩამოინგრა.

სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებლების თქმით, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევების ჩატარების მოთხოვნით აქცია 25-ჯერ გამართეს. მათი თქმით, ამ ადგილებზე ჰესის მშენებლობა არ შეიძლებოდა, რადგან 1971 და 1989 წელს, ტერიტორია ორჯერ დაიმეწყრა, მეორედ მთელი სოფელი დაანგრია და 50–მდე ადამიანი იმსხვერპლა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]