weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადეს

14:27 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, სადაც გუშინ „დინამო ბათუმმა“ და ქუთაისის „ტორპედომ“ ითამაშეს, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ გულშემატკივარზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე იძალადეს. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები „მაუწყებელმა“ გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს ხელის კვრითა და თმის ქაჩვით აძევებენ გულშემატკივართა ფლიგელიდან. მოქალაქე მათ წინააღმდეგობას არ უწევს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტის შესწავლა დაწყებულია და მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]