weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება

12:21 პარასკევი, 24 ივნისი 2022

Tbilisi Open Air იწყება! თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება.

Tbilisi Open Air 2022-ის ჰედლაინერი ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Alt-J იქნება, რომლის მთავარი წარმდგენი თიბისია. ჰედლაინერები ასევე არიან ამერიკული დრიმ პოპ ბენდი Cigarettes After Sex და ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში სულ 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

2022 წელს თიბისის არსებობის 30 წელი შეუსრულდა. თიბისი 30-ის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება ახალი თაობის მხარდაჭერაა. თიბისი ზრუნავს ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე. ის უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს Tbilisi Open Air-ს და ფესტივალთან ერთად წარმატებულ, ფერად დღესასწაულს ქმნის. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მუსიკალური კულტურის განვითარება და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება Tbilisi Open Air-თან 13 წლიანი მეგობრობაც.

Tbilisi Open Air 2022 ტრადიციულად ლისის საოცრებათა ქვეყანაში გელოდებათ. წელს, ყველასთვის საყვარელ ფესტივალზე მისასვლელად, 24, 25 და 26 ივნისს 14:00 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით გეითებთან მოხვდებით. ეს ერთადერთი გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელად.  ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე, უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის 02:00 საათზე.

შემოუერთდი ფესტივალს ადრე!  მოდი ფეხით ან ველოსიპედით! განტვირთე მოძრაობა, იზრუნე სხვებზე და მიიღე სიამოვნება საყვარელი არტისტების შესრულებით.

Tbilisi Open Air 2022 ელოდება თითოეულ თქვენგანს!

მარშრუტის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: Log into Facebook

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]