weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

ტელეკომპანია „პირველი“: ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

15:42 პარასკევი, 24 ივნისი 2022
ნანუკა ქაჯაია ნანუკა ქაჯაია

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, თბილისის ცენტრში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას წაართვეს მიკროფონი, მიკროფონის ღრუბელი, სცადეს ოპერატორზე თავდასხმა და კამერის დაზიანება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

თავად ნანუკა ქაჯაია ამბობს, რომ ის და ოპერატორი რესპონდენტს ელოდებოდნენ, რა დროსაც ორი მამაკცი დაესხათ თავს.

„თავდაპირველად სცადეს, რომ ჩემთვის მიკროფონი წაერთმიათ, შემდეგ ჩვენი ტექნიკის დაზიანება, ამის შემდეგ სიტყვიერ შეყრაცხყოფაზე გადმოვიდნენ, გვაგინეს. ამ იციდენტს ჰყავს არაერთი თვითმხილველი, მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია არაერთი სათვალთვალო კამერა. შესაბამისად, ძალიან მარტივად არის ამოსაცნობი ის ორი მამაკაცი, რომელიც თავს დაგვესხა. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი პროფესიული მოვალეობა არ შეგვესრულებინა და იყვნენ ძალიან აგრესიულები ჩვენს მიმართ“, – ამბობს ჟურნალისტი.

მომხდარის შესახებ ტელეკომპანიასთან საუბრობს ნანუკა ქაჯაიას რესპონდენტიც.

„მოვიდა ვიღაც მამაკაცი, რომელმაც წაგლიჯა ეს მიკროფონი, თუ მიკროფონის ღრუბელი - ზუსტად ამის აღქმაც მიჭირს - და გადააგდო. საშინელი, უშვერი სიტყვებით იგინებოდა არა მარტო ჟურნალისტის მიმართ, რომელსაც საერთოდ არაფერი დაუშავებია, ასევე მთელი ოპოზიციური არხების მიმართ, რომ სიცრუეს ტირაჟირებთ, დააქციეთ ქვეყანა“, – განაცხადა თვითმხილველმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]