weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შსს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

13:45 ორშაბათი, 27 ივნისი 2022

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ პრაიდ კვირეულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნას დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები გეგმავენ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების ჩაშლას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ-კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან კვირეულის ორგანიზატორებთან.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში წელს „ღირსების მარში“ არ გაიმართება. 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, დახურულ სივრცეში დაგეგმილია სამი ღონისძიება: ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია და პრაიდ ფესტივალი. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი დახურულ სივრცეში, კერძო საკუთრებაში უნდა ჩატარდეს, ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია - „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ მისი ჩაშლით იმუქრება. „ალტ ინფო“ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]