weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს

17:23 ორშაბათი, 27 ივნისი 2022

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე ცხედარი იპოვეს. გვამი ადგილობრივებმა შენიშნეს და მაშველებს შეატყობინეს. დაახლოებით 2 საათის წინ, ცხედარი დრონის საშუალებით დაათვალიერეს, რადგან ადიდებული წყლის გამო, მდინარის მეორე მხარეს გადასვლას ჯერ ვერ ახერხებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფშავში მეორე დღეა დაკარგულ ტურისტს ეძებს, რომელიც გუშინ ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხევიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე არაგვში გაიტაცა. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა თვითმხილველმა შოთა ჭინჭარაულმა გაავრცელა.

„მთის ამბები“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არაერთხელ დაუკავშირდა, სადაც, ვიდრე გამოცემა დეტალებს ადგილობრივებზე დაყრდნობით არ დააზუსტებდა, არ ადასტურებდნენ, რომ ფშავში ცხედარია ნაპოვნი. ცხედრის იდენტიფიცირება მას შემდეგ მოხდება, რაც მის გამოტანას შეძლებენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]