weather cur horoscope tv
მაისი 22, 2024

სუს: დუშეთში სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილებია ამოღებული 

12:55 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე ექსპერტიზაა დანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]