weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მოსამართლე კობახიძემ ე.წ. სუს-ის ფაილებზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

15:48 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პროკურატურას მიმართა და მოითხვა გამოძიება, უსმენდნენ თუ არა მას და დეკანოზ გიორგი ზვიადაძეს. მათი სატელეფონო საუბრის შესახებ ჩანაწერი 2021 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებშია.

„როგორც კი ეს გაჟღერდა და ვნახე, რომ არის რაღაც ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ მე მეხება და ჩემთან დაკავშირებულ კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, განცხადებით მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე ამ ფაქტის გამოძიება. დავიკითხე მოწმის სახით“, – განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

მოსამართლე ე.წ. სუს-ის ფაილებში არსებული ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მასსა და დეკანოზს შორის კომუნიკაცია ნამდვილად შედგა.

„სწორედ ეს არის გამოსაძიებელი - ვის უსმენდნენ: მე მისმენდნენ, მამა გიორგის უსმენდნენ, ორივე გვისმენდნენ...“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეკითხვაზე, მიმართავს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, კობახიძემ თქვა, რომ ჯერ გამოძიებას დაელოდება.

ინტერნეტში გავრცელებული ე.წ. სუს-ის ფაილების მიხედვით, მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზერვატივების ბრენდ „აიისას“ საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს კონსულტაცია გაუწია. ჩანაწერების თანახმად, კობახიძემ, რომელიც „აიისას“ საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაშია, სასულიერო პირს უთხრა, რომ პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა ეთიკის ნორმიდან გამომდინარე საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]