weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შატილთან დამაკავშირებელი გზა ისევ ჩაკეტილია

11:16 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც კმ70-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

მოძრაობა შეუძლებელია 106-კილომეტრიანი გზის კიდევ ერთ მონაკვეთზე. როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მე-20 და 22-ე კილომეტრზე (სოფელ კანატიას გადასახვევთან) მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და წინასწარი ვარაუდის მიხედვით, დღეისთვის, ცალმხრივ რეჟიმში შესაძლებელია აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]