weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სოფელ სამებასთან 5 მიწისძვრა მოხდა

10:18 ორშაბათი, 11 ივლისი 2022

საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან დღეს, 11 ივლისს, მოკლე შუალედებით უკვე ხუთი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 07:36 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი სამებიდან 9 კილომეტრში მდებარეობდა.

მეორე, 4.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა  09:10 საათზე იყო, მესამე, 3.1 მაგნიტუდის – 09:18 საათზე, მეოთხე  – 09:48 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო.

10:14 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავცელებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]