weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების ფარულ მოსმენაზე გამოძიება დაიწყო

10:41 პარასკევი, 15 ივლისი 2022

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტების ფარულ მოსმენაზე, რომლის ამსახველი აუდიოჩანაწერი გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) 13 ივლისს გაასაჯაროვა, გამოძიება დაიწყო.

როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას, კერძოდ, „კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვას. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც „მაესტროზე“ გადაცემა „აი უცნობის“ წამყვანია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი პირდაპირ ეთერში გაავრცელა. მისი თქმით, ჩანაწერი ერთ-ერთი კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელმა გადასცა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი შეიცავს 2021 წლის ნოემბერში, ტელეკომპანიის შენობაში შემდგარი რეალური საუბრის ფრაგმენტებს, თუმცა „მონტაჟის კვალი შეიმჩნევა“. გაბუნიამ, რომელიც თავადაც ფიგურირებს ჩანაწერში, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოუწოდა, „მთავარი არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ამ ფაქტით დაინტერესდნენ და სათანადო რეაგირება მოახდინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]