weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ახტალა“ - სამკურნალო კურორტი ხელმისაწვდომ ფასებში

15:34 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

ახტალა – საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. საკურორტო სეზონი მაისში გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.

ახტალა, თბილისიდან 120 კილომეტრში, გურჯაანში მდებარეობს. ახტალის ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და აპლიკაციის სახით. ასევე დანერგილია ელექტრო ტალახი. პარალელურად ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები.

კურორტის ადმინისტრაციის დირექტორის გოგა უტიაშვილის თქმით, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული აქვთ მკურნალობა, სწორედ ახტალაზე მკურნალობის შემდეგ იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას.

ახტალის ტალახი გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭრილობების და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები, მაობლიტირებელი ენდარტერიტები. ასევე გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ხშირად უშვილობის, დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებების მიზეზია.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ პაციენტებს შვილოსნობის უნარი უბრუნდებათ,“ - ამბობს გოგა უტიაშვილი.

ახტალის ტალახი ფართოდ გამოიყენება მამაკაცთა სასქესო ორგანოების დაავადებებისას, როგორიცაა: წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება-პროსტატი და სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება. ახტალის ტალახს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტები და სხვა.

ახტალის ტალახი ასევე წარმატებით გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები, სპეციფიური და არასპეციფიური ართრიტები, მადეფორმირებული ოსტეოართროზები, მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე და ა.შ.

2017 წელს კურორტ „ახტალაზე“ ერთი დღით საგზურის ღირებულება 77 ლარია.

  • ტალახის პროცედურა – 22 ლარი;
  • ფიზიო პროცედურა – 8 ლარი;
  • მასაჟის პროცედურა – 10 ლარი;
  • ბინაში განთავსება 1 დღით, სველი წერტილებით – 20 ლარი;
  • სამჯერადი კვება – 17 ლარი;

მკურნალობის კურსი 10–12 პროცედურისგან შედგება.

ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევა – 25 ლარი ღირს.

მისამართი: გურჯაანი, თამარ მეფის ქუჩა N9, „კურორტ ახტალის“ ადმინისტრაცია.

ტელეფონები: 599 49 34 96; 599 23 17 74

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]