weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა

17:57 შაბათი, 16 ივლისი 2022

გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა, რის შედეგადაც უცხოელი ტურისტი დაიღუპა, პარაპლანისტი კი მძიმედ დაშავდა.  

„რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება. მათივე ცნობით, მეორე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. უწყებაში სხვა კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია არასრულწლოვანი. 

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]