weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ქუთაისის აეროპორტი ოქტომბერში ორი კვირით დაიხურება

17:28 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო, 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით არ უმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

სარემონტო სამუშაოები ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს ჩაუტარდება.

„დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია.

ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, ორი კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ“, – აცხადებს აეროპორტების გაერთიანება.

გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სამუშაოები მათი შემოსავლებით განხორციელდება.

თბილისიდან 200 კილომეტრში მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა და რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ქუთაისის აეროპორტი 76 052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]