weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

10-17 ივლისის პერიოდში კორონავირუსი 7812 ადამიანს დაუდასტურდა

18:07 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 7812 შემთხვევა გამოვლინდა, 4764 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 10-17 ივლისის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ 72 073 ტესტი ჩატარდა. ერთკვირიანი ტესტდადებითობის მაჩვენებელი 10.84%-ია, ბოლო 14 დღის კი – 9.55%.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის და არ საჭიროებს პაციენტი ჰოსპიტალიზაციას.

„სიმპტომები, რომელიც ახასიათებს „ომიკრონის“ მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, შესაძლოა იყოს ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, შეიძლება იყოს დიარეა. ეს არის ის სიმპტომები, რაც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების შემთხვევაში, სხვა ტიპიური გრიპის შემთხვევაშიც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბინაზე დარჩენა, ოჯახის ექიმის მითითებების შესრულება. არ არის საჭირო ზედმეტი გამოკვლევების ჩატარება და ასევე ჰოსპიტალიზაცია“, – ამბობს თამარ გაბუნია.

წინა კვირაში – 3 ივლისიდან 10 ივლისამდე პერიოდში – კორონავირუსის 5154 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2338 პირი, ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]