weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

მარნეულში გატაცებული გოგონა იპოვეს

14:11 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით გოგონა გაიტაცეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, ოჯახის წევრები გატაცებულს ორი დღე უშედეგოდ ეძებდნენ და ადგილობრივ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

ბაირამოვას მიერ ფაქტის გასაჯაროებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გოგონა ნაპოვნია. შსს-ს ინფორმაციით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, მომხდარზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„დამირეკა ოჯახის ახლობელმა და მეუბნება: პოლიციამ და ბიჭის მხარემ გვითხრეს, რომ 1-2 საათში დაგიბრუნებთ თქვენს გოგოს და ამის ნაცვლად, ამ ფაქტის შესახებ მედიას ინფორმაცია არ მიაწოდოო, გთხოვთ, ჩვენი შეთანხმებული საქმე არ გააფუჭოთო. გოგოს ბაბუა სოფლის რწმუნებლის მოადგილე ყოფილა და მედიაში მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის გავცრელება პოლიტიკურად არ მოუხდებოდა მის პროფილსო. მანამდე, ორი საათის წინ კი იმედგაცურებულებმა, გამწარებულებმა დამირეკეს, მთხოვეს, მიაწოდე შსს-ს ინფორმაცია, ადგილზე არ ხდება შესაბამისი რეაგირება და გვინდა ეს ფაქტი მედიაშიც გავასაჯაროვოთ, რადგან ორი დღეა უიმედოდ ვართო“, – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით განცხადება, ამ დროისთვის, არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]