weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დუშეთში გაუპატიურების მცდელობისა და გაუპატიურების მუქარისთვის ერთი პირი დააკავეს

12:29 შაბათი, 23 ივლისი 2022

დუშეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად გაუპატიურების მცდელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მუქარა ედება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა დაზარალებული საკუთარ ავტომობილში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. ამის შემდეგ, ბრალდებული დაზარალებულს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუპატიურებით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]