weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

მკვლელობა ცხვარიჭამიაში: პროკურორის თქმით, კონფლიქტი მხრის გაკვრის გამო დაიწყო

11:32 კვირა, 31 ივლისი 2022
ფოტოზე - მირიან კუკავა ფოტოზე - მირიან კუკავა

მცხეთის რაიონული სასამართლო ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 8 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე.

„კონფლიქტი დაიწყო ძალიან უმნიშვნელო ნიადაგზე, ასე ვთქვათ – ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება მხარეებს შორის. პირველი კონფლიქტის მონაწილეები, ყველა ის პირი, ვინც გამოვლინდა და გამოიკვეთა, რომ მიიღო მონაწილეობა ხულიგნობაში – ეს არის ხულიგნობა, რადგან იქ უამრავი ადამიანი იყო და ამის მიუხედავად, ეს არ გაითვალისწინეს, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღცა-გინება – ყველა ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, იცით, რომ ისიც მიცემულია პასუხისგებაში“, – განაცხადა პროკურორმა.

20 წლის მირიან კუკავა 28 ივლისს, ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე მოკლეს. პოლიციამ ბრალდებულის სახით რვა ადამიანი დააკავა. ერთ პირს განზრახ მკვლელობა და ხულიგნობა ედება ბრალად, ხუთ პირს – ხულიგნობა, ხოლო ორ პირს – პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]