weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მარნეულში საკანალიზაციო ჭის მოწყობისას ორი ადამიანი დაიღუპა

14:07 კვირა, 31 ივლისი 2022

მარნეულში, საცხოვრებელი სახლის ეზოში საკანალიზაციო ჭის გათხრის დროს ორი შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 31 ივლისს, დილის საათებში მოხდა.

როგორც „მთავარი არხის“ კორესპონდენტი ჯეიჰუნ მუჰამედალი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი მამაკაცი ჭას თხრიდა, როდესაც, სავარაუდოდ, უჰაერობის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლის მეპატრონეს დაუძახა. მის დასახმარებლად ჭაში ჩასული მამაკაციც დაიღუპა.

ჟურნალისტის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლის დროს ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]