weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ხმა მას მივეცი – მეუფე სტეფანე ზურაბიშვილზე

16:51 კვირა, 31 ივლისი 2022

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დღეს, ქადაგების დროს ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა და საპრეზიდენტო არჩვენებში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემისთვის ბოდიში მოიხადა.

„დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი, მოსამზადებელი პერიოდი. კანონმდებლობით უნდათ შემოიტანონ ყველა ის საკითხი, რომელი საკითხითაც...

ფაქტობრივად, ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის რაღაც პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც აცხადებს, რომ პირნათლად შეასრულებს იმ 12 პუნქტს, რაც დააკისრეს.

ვინმემ იცის, რა წერია იმ მოთხოვნებში რეალურად? იმაზე არ ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაზე. დანარჩენი საკითხები საერთად არ არის განხილვაში. თვითონ განიხილავენ, რაღაცებს კანონებად გარდასახავენ, შეკრვენ ყველანაირად და მერე გეტვიან - კანონი უზენაესია და ყველამ შეასრულეთ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, „ანტიქრისტიანული კანონები სულ უფრო და უფრო მძვინვარე და მძიმე ხდება“.

„ახლა ხომ ლაპარაკობენ მედიის თავისუფლებაზე. ამ დროს ვინც მათ ემსახურება, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თორემ ვინც ხვანაირად ლაპარაკობს, იმათზე არავინ არაფერს ამბობს. პირიქით. არაფერი არავის ისეთი არ გაუკეთებია, რაც იმათ არ გაუკეთებიათ, გაცილებით მეტად იცავენ სტანდარტს სხვები, ბევრნი არ არიან, მაგრამ ისინი უნდა დაიხურონ.

გამოდის უმაღლესი მხედართმთავარი და ამბობს, რომ უნდა დაიხუროს ტელევიზიები. მთლად ისე არ უნდა დაიხუროს, ცოტა ისე უნდა დაიხუროს - დაახლოებით ასე ლაპარაკობს.

მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ ხმა მას მივეცი. ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე, შედეგი რა იქნებოდა.

სხვისთვის არავისთვის, ასეთი მიმართულების, ვინც ამას ყველაფერს იმას შვრება, არ მიმიცია ხმა არცერთხელ. აი, ამას მივეცი თითქოსდა რაღაც... ნუ, რა ვიცი. წმინდა ნინოს გზაზე წავიდა,  ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე, რომ ეს...

მერე დღეს დაიწყო უკვე ლაპარაკი, რომ საჭიროა გეი პარადები და ფერად-ფერადი ცხოვრება. ეს ფერად-ფერადი ცხოვრება იმ 12 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს უნდა მოიშთოს. ეკლესიის მიმართაც არის ფარული ეს... ეკლესია არასდროს შეეგუება ფერად-ფერადი ცხოვრებას... კაცის კაცზე გათხოვებას და ქალის ქალზე გათხოვებას ვინც უჭერს მხარს, სოდომური ცოდვის დამკვიდრებელია და ყველაზე არის წყევლა არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან. ეშინოდეთ ყველას, ვინც ამას ამკვიდრებს საქართველოში. ქართველებზე ვლაპარაკობ“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ევროკომისიის 17 ივნისის მოსაზრება/დასკვნა, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას არ აძლევდა. ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები/პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულება მომავალ წელს შეფასდება.

 

ამ თემაზე:

EU საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს – ჰარცელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]