weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

თბილისი-ბათუმის მატარებლის დაჯახების შედეგად „გლოვოს“ კურიერი დაიღუპა

10:31 სამშაბათი, 02 აგვისტო 2022

თბილისის რკინიგზის სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა. სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მატარებელი ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდა. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, მამაკაცი ლიანდაგზე იყო გადასული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]