weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ე.წ. ცილისწამების საქმეზე სასამართლომ მამაცაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო

16:14 პარასკევი, 05 აგვისტო 2022
ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი და „ანტიკორუფციულ მოძრაობას“, ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს, ვასო ურუშაძესა და აღმასრულებელ დირექტორს, ლაშა ფარულავას მამაცაშვილის სასარგებლოდ, მორალური ზიანის კომპენსაციის სახით, ჯამში 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიღო.

უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ ცილისწამებისთვის უჩივლა და კომპენსაციის სახით 150 ათასი ლარი მოითხოვა.

„უჩა მამაცაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მოპასუხეების მიერ გავრცელებული სადავო განცხადებები აღიარებული იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მოპასუხე ორგანიზაციას, „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ და მის წარმომადგენლებს, ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.

მტკიცებითი განცხადება, კერძოდ, „ეს არის ადამიანი, კორუფციის სიმბოლო საქართველოში, შეიძლება ითქვას, ეს არის უჩა მამაცაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს და მფარველობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ დანაშაულს. ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ყველას გვაქვს ინფორმაცია ე.წ. ქოლცენტრების შესახებ, საიდანაც ხდება ევროპის მოქალაქეებზე კიბერ თავდახსმა“, არის არსებითად მცდარი და ცილისმწამებლური.

ააიპ „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა. ვასო ურუშაძეს უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა. ლაშა ფარულავას უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა“, – განაცხადა მოსამართლე დიდავამ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წვრების და მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც მოსამართლეს „მონა“ და „უჩას მხახური“ უწოდა. ხაბეიშვილის თქმით, სასამართლო პროცესების დაწყებისთანავე ცხადი იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა გოჩა დიდავა.

„ანტიკორუციული მოძრაობის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ვასო ურუშაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის „კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ დევნის ოლიგარქიული რეჟიმი არასამთავრობო ორგანიზაციებს“.

გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევად შეაფასა მოპასუხეთა ადვიოკატმა მარი კაპანაძემ: „ჩვენ სასამართლო პროცესზე წარდგენილი გვქონდა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო სწორედ ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილება. ამაზე მიუთითებს როგორც ჩვენი კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. ევროპული სასამართლო ყოველთვის საუბროს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სასამართლომ აღნიშნული საფრთხეები არ გაითვალისწინა“.

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ 15 000 ლარი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]