weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

22:04 პარასკევი, 05 აგვისტო 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ გამყრელიძე შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მომდევნო დღეებში მიმართავს.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს“, – განაცხადა აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გადაცემის წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლა „არ არის კავშირში ან პანდემიამდე პერიოდთან, ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან“.

„ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას, ასპარეზს უთმობს იმ ადამიანებს, ვინც გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის მენეჯმენტს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებს. უკვე ცნობილია, რომ მისი გადადგომის შემდეგ, დირექტორის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]