weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში დააკავეს პირები, რომლებიც „ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ“

12:46 შაბათი, 06 აგვისტო 2022

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. მათ ბრალად „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა ედებათ.

შსს-ს განცხადებით, კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

„ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, – განაცხადეს შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223​1, 2233 და 223​4-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]