weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აგვისტოს პირველ კვირაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა დადასტურდა

13:19 სამშაბათი, 09 აგვისტო 2022

აგვისტოს პიველ კვირაში, საქართველოში კორონავირუსზე 64 482 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. ერთი კვირის განმავლობაში, ვირუსი ყველაზე მეტ ადამიანს – 5726-ს, თბილისში დაუდასტურდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 1955

აჭარა – 1273

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1024

გურია – 664

შიდა ქართლი – 545

კახეთი – 530

ქვემო ქართლი – 473

მცხეთა-მთიანეთი – 193

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 174

სამცხე-ჯავახეთი – 172

აგვისტოს პირველ კვირაში კორონავირუსისგან 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 8 გარდაიცვალა.

2020 წლის თებერვლის შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 710 749 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა 99% გამოჯანმრთელდა, ხოლო 1% გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]