weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შუახევში პირველკლასელებს გაკვეთილზე „ქართული ოცნების“ დროშები ჰქონდათ

13:08 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირველკლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ გოგრაჭაძემ განაცხადა, რომ დროშები სკოლაში ბავშვებმა მიიტანეს, რაც მასწავლებლებს გამორჩათ.

„არვიცი ბავშვებმა სად იშოვეს და საიდან მოიტანეს. უბრალოდ, დაუფიქრებელი შემთხვევა მოხდა, რაც მასწავლებლებმა ვერ გაითვალისწინეს. რა მოხდა და როგორ მოხდა - ამას სკოლაში გაარკვევენ. სკოლას ჰყავს დირექტორი. სკოლაში არის დისციპლინური კომიტეტი, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად გადაეცემა. კომიტეტი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე“, - განაცხადა ედუარდ გოგრაჭაძემ „აჭარის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება დაუშვებელია.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შუახევის სკოლის მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, „სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა“.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ საკითხის მოკვლევა, როდესაც მივიღეთ ინფორმაცია. საინტერესოა ის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება. ყველა, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, აუცილებლად დაისჯება“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]