weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახალქალაქში ერთმანეთს ყოფილი დეპუტატი და პოლიციის უფროსის მოადგილე დაუპირისპირდნენ

13:32 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ყოფილი წევრი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე, ანდრანიკ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ. გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, ხუთწუთიანი სიტყვიერი დაპირისპირება, რომელსაც თან ერთმანეთისთვის ხელის კვრა ახლდა, საარიანის დაკავებით დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აშოტ საარიანი ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ხელის შეშლის გამო.

Jnews-ის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ეჭვმიტანილების დაკავების მიზნით ტარდებოდა. აშოტ საარიანი, რომელიც არცერთ საქმეში არ ფიგურირებს, შსს-ს ცნობით, არ დაემორჩილა პოლიციელთა მოთხოვნას, პროცედურისთვის ხელი არ შეეშალა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხობს. სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]