weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქალაქ გურჯაანში გზების რეაბილიტაცია განხორციელდა

16:46 პარასკევი, 19 აგვისტო 2022

ქალაქ გურჯაანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა - ვაჩნაძის, კოტეხის, უტიაშვილის, გაურჯის, აღმაშენებლის მეორე ჩიხს, სარაჯიშვილის მეორე შესახვევის, წმ.ნინოს პირველ და მეორე ჩიხებს. აღსანიშნავია, რომ ამ უბნების მაცხოვრებლების უგზოობის პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდათ.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში საუბნო გზების რეაბილიტაციას ეტაპობრივად ახორციელებს. უკვე დასრულებულია 8 საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, განხორციელდა  ქალაქ გურჯაანში ოთხი გზის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვა, რომელთა რეაბილიტაციაც მომდევნო ეტაპზე განხორციელდება. ქალაქ გურჯაანში, წელს ასევე, მოასფალტდა და კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8400 კვმ-მდე ფართობის ეზოსა და ჩიხს, რაც აუცილებლად ეტაპობრივად გაგრძელდება და ქალაქ გურჯაანში ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზო იქნება კეთილმოწყობილი." - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.

ქალაქ გურჯაანში გზებისა და ეზოების რეაბილიტაციაზე, მიმდინარე წლის რვა თვეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]