weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა

17:26 ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2022

თბილისში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ თავის არეში დაჭრილი პატიმარი, გურამ სვანიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოთხი დღის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

გურამ სვანიძე, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 18 აგვისტოს, გლდანის N8 ციხიდან მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს. პატიმარი 20 აგვისტოს დაჭირა, რის შემდეგაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, გურამ სვანიძე უკნიდან მიეპარა ოფიცერს, ამოაცალა იარაღი და ერთ-ერთი ტყვიით თავის არეში მიიყენა დაზიანება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული, ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი-საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე. ბრალდებულმა ასევე არ განახორციელა ვიზუალური კონტროლი პატიმრის მიმართ, რომელიც მიეპარა მას და საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც სამი გასროლა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა“, – აცხადებდა პროკურატურა.

დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბარალის დამტკიცების შემთხვევაში კი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]