weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

15:34 შაბათი, 27 აგვისტო 2022

უკრაინაში ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაღუპული გელა გოგიაა. ტელეკომპანიის ცნობით, ის უკრაინაში წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და თებერვალის ბოლოს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ დონეცკის ოლქში იბრძოდა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, კრამატორსკის მიმართულებით, კონტაქტური ბრძოლის დროს დაიღუპა“, – განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა რომეო ფარულავამ „მთავარ არხთან“.

გელა გოგიას უახლოესი ნათესავები სამეგრელოში ცხოვრობენ. მის ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ მომავლ კვირაში გადმოასვენებენ.

რაც შეეხებათ დაჭრილ მებრძოლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უატდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]