weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების არშეშვების ფაქტები გახშირდა – საკონსულო

18:50 შაბათი, 27 აგვისტო 2022

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში რუსეთის გენერალური საკონსულო აცხადებს, რომ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სარფის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ.

საკონსულო აღნიშნავს, რომ საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებს აგვისტოში თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებენ და „როგორც წესი, ქართველი მესაზღვრეების უარი დაუსაბუთებელია და მიზეზები განმარტებული არ არის“.

„რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის და ყირიმის რესპუბლიკის მცხოვრებლები, ასევე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ“, – წერია საკონსულოს მიერ 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსულო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარს ეუბნებიან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც თურქეთში კერძო ავტომობილით ჩავიდნენ.

„ამ შემთხვევაში თურქეთიდან მანქანის გაყვანის ერთადერთი კანონიერი გზა სატრანსპორტო კომპანიის მომსახურება. რუსეთში მანქანის ტრანსპორტირების ფასი 2900 აშშ დოლარიდან იწყება“, – აცხადებს საკონსულო.

რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია, თუ საქართველოსა და თურქეთის გავლით მოგზაურობას დაგეგმავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]