weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

საგამოძიებო სამსახური: სასწავლო დაწესებულების ბუღალტერმა 41 543 ლარი მიითვისა

13:02 პარასკევი, 02 სექტემბერი 2022

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რომელიც აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, 2019-2021 წლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 41 543 ლარს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]