weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სიღნაღში 27 წლის მამაკაცი დააკავეს

11:13 ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში პოლიციამ დააკავა 27 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ცოლის, 27 წლის ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ქმარმა ცოლს სანადირო თოფიდან ესროლა და თავის არეში დაჭრა.

ქალი ჯერ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში (იანვარი - ივნისი) საქართველოში ოჯახში ძალადობის 5240 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში იყო. პოლიციამ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით 4313 შემაკავებელი ორდერი გამოსცა. 3152 შემთხვევაში მოძალადე კაცი იყო. ყველაზე მეტი მოძალადე (1945 მამაკაცი) და მსხვერპლი (1833 ქალი) 25-დან 44 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი - 2039 შემაკავებელი ორდერი თბილისშია გამოცემული. დედაქალაქს მოსდევს კახეთი - 457 შემაკავებელი ორდერი და ქვემო ქართლი - 455.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]