weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2022

სოფელ ქვემო მაჩხაანში ახლადაშენებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

16:21 ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის 90-მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების ახლად აშენებულ სკოლაში შეძლებს სწავლას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.

„კახეთის რეგიონს კიდევ ერთი, ახლად აშენებული საჯარო სკოლა შეემატა. დღეს, სწავლის დაწყება კახეთში, სოფელ ქვემო მაჩხაანში ამ ულამაზესი, განსაკუთრებული არქიტექტურის ახალი სკოლის გახსნით აღვნიშნეთ. თანამედროვე სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე, ვულოცავ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალ, კომფორტულ გარემოში სასწავლო წლის დაწყებას. განათლება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, პრემიერის ინიციატივით დაგეგმილია მასშტაბური პროექტი, რაც გულისხმობს ქვეყნაში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაციას," - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა და მასზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1ლაბორატორია მოეწყო. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]