weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

გურჯაანში აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

15:38 სამშაბათი, 27 სექტემბერი 2022

დღეს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლერი გელენავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა რამაზ უტიაშვილმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  სოფელ ვაჩნაძიანში, აფხაზეთის ომის გმირის მიხეილ მარჩილაშვილის საფლავზეც მივიდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]