weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა 3 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება

12:37 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბებში საავტომობილო მოძრაობა 2017 წლის 3 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გვირაბებთან ახლოს არსებულ მაგისტრალთან ქობულეთის შემოვლითი გზის დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.

26 სექტემბრამდე ბათუმიდან გზის მარჯვენა მხარეს არსებული გვირაბი ჩაიკეტება და საავტომობილო ნაკადი დროებით მარცხენა გვირაბში გადაერთვება. 26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გვირაბის მარცხენა მხარე ჩაიკეტება, მარჯვენა მხარე კი ორმხრივი მოძრაობისთვის გაიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გვირაბთან მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა სენაკი-ფოთი-სარფის არსებული საავტომობილო გზის კმ61-დან იწყება და ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებთან მთავრდება. 18 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2018 წელს არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]