weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ზუგდიდში დევნილების საცხოვრებელ შენობაში ჭერი ჩამოინგრა და იატაკი ჩატყდა

13:44 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 46 ოჯახი ცხოვრობს, მეორე სართულზე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და იატაკი ჩატყდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, დევნილები ხელისუფლებისგან ითხოვენ, სასწრაფოდ მოხდეს შენობიდან მათი გაყვანა. მათი თქმით, არსებობს სამხარაულის საექსპერტო ბიუროს 2015 წლის დასკვნა შენობის მძიმე მდგომარეობაზე, თუმცა ახალ ფართებს უშედეგოდ ელოდებიან.

დევნილებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია შეხვდა. მისი განცხადებით, 9 ოჯახი ახალ ბინაში გადაიყვანეს, თუმცა მათ ნაცვლად შენობაში სხვები შესახლდნენ. ფაცაცია დევნილებს დაპირდა, რომ შენობიდან მათი გაყვანის საკითხს სასწრაფო წესით დააყენებს დევნილთა და განსახლების სამინისტროში.

2017 წლის დასაწყისში ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი შიმშილობდა. მათი მთავარი მოთხოვნები საცხოვრებელი პირობების შესწავლა და სხვა ფართებით დაკმაყოფილება იყო.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]