weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

რუსთავი 2-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერ შეტევის ავტორი გამოავლინეს

12:09 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

პოლიციამ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი - თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ე.მ. გამოავლინა.

"მიზანი იყო ის, რომ დამედგინა, როგორი დაცვა ქონდა "რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდს ასეთი სახის კიბერ შეტევის მიმართ", - განაცხადა ბრალდებულმა დაკითხვისას.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, 19 სექტემბერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის ოფიციალურ გვერდზე მუქარის შემცველი შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაითიშა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]