weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

თბილისში რეაბილიტირებული პეკინის გამზირი გაიხსნა

12:27 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

თბილისში რეაბილიტირებული პეკინის გამზირი ოფიციალურად გაიხსნა. დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინზე საავტომობილო მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება. ნარმანიას განმარტებით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო. როგორც დღეს დავით ნარმანიამ განაცხადა, პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია.

მისივე თქმით, პეკინის გამზირი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]