weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

გერგეტის სამებამდე გზის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება

13:03 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.

"პროექტის დასრულების შემდეგ ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები გრუნტოვანი, დაზიანებული გზის ნაცვლად, განახლებული და კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ეკლესიამდე ასასვლელად ტურისტები მაღალი გამავლობის მანქანებს ქირაობენ. "ნივის" დაქირავება 30-40 ლარი ღირს, "დელიკის" 50-70 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]