weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

თრუსოს ხეობაში დაკარგული ტურისტების დასახმარებლად ვერტმფრენი გაფინდა

15:24 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში გუშინ დაკარგული ტურისტების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაფრინდა. საგანგეო სიტუაციების მართვის სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ხეობაში სავარაუდოდ 6 ქართველი ტურისტი იმყოფება.

„გზააბნეული ტურისტების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს მივიღეთ. ამ ხნის განმავლობაში ზუსტდებოდა მათი კოორდინატები და სამაშველო ოპერაცია იგეგმებოდა. ვერტმფრენი თრუსოს ხეობაში უახლოეს ხანში იქნება. ამ დროისთვის ტურისტებთან და მაშველებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დაშავებული ტურისტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ კარგად არიან, თუმცა საკვები უთავდებოდათ“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ტურისტების ჯგუფის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. მათ ერთ-ერთი დაკარგული დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

„ყელიწადის ტბაზე ვიყავით, გზა აგვერია და მოვხვდით ისეთ ადგილზე, ვეღარც წინ მივდივართ, ვეღარც უკან. დიდი ხევია. ერთი ადამიანი გვყავს ცუდად. სამაშველო სამსახურში გუშინვე დავრეკეთ, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“, - ციტირებს ერთ-ერთ ტურისტს „ინტერპრესნიუსი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]