weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

„ღამის მგლებმა“ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს მოტოციკლი აჩუქეს

18:10 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017
„ღამის მგლებმა“ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს მოტოციკლი აჩუქეს ფოტო © Sputnik

რუსი მოტოციკლისტების მოძრაობა „ღამის მგლების“ ლიდერმა ალექსანდრ ზალდასტანოვმა ოკუპირებული ცხივნალის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მოტოციკლი აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს. ზალდასტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“, ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღის აღნიშვნაზე თავის ჯგუფთან ერთად ჩავიდა.

„ჩემო მეგობარო, გილოცავთ ამ დღეს და მინდა გადმოგცეთ ეს მოტოციკლი, როგორც ჩვენი ძმობის, მეგობრობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო“, - აღნიშნა მოტოციკლისტმა. 

აღსანიშნავია, რომ „ღამის მგლები“, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერები არიან, საქართველოში 2017 წელს არ შემოუშვეს. ისინი 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად თბილისში პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]