weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თრუსოს ხეობაში გზააბნეული ტურისტები თბილისში ვერტმფრენით დააბრუნეს

18:25 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული, გზააბნეული ტურისტები თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თრუსოს ხეობაში, მოლაშქრეთა კლუბის წევრებს გზა აებნათ და ხეობიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ამასთანავე, ერთ-ერთ მოლაშქრეს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დროულად გავიდა. რთული რელიეფის გამო, სამაშველო ღონისძიებაში საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა“, - ნათქვამია საგანგეო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში. 

ექვსი ადამიანი თრუსოს ხეობაში გუშინ დაიკარგა. ისინი ყელიწადის ტბაზე იყვნენ, რა დროსაც გზა აებნათ. ტურისტები სამაშველო სამსახურს გუშინვე დაუკავშირდნენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]