weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში ავტომობილის დაწვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

11:31 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. „სუბარუს“ მარკის ავტომობილი მთლიანად დაიწვა. მანქანაში მყოფი ორი მგზავრი დაშავდა. 21 და 26 წლის მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, დაშავებულებს სხეულის დამწვრობა აქვთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]